მედია დოჟდის ჟურნალისტს რუსეთში დაუსწრებლად მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსეთის მიერ საქართველოს 20 ის ოკუპაციის ხსენებისთვის.

მედია დოჟდის ჟურნალისტს რუსეთში დაუსწრებლად მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსეთის მიერ საქართველოს 20 ის ოკუპაციის ხსენებისთვის.

რუს ჟურნალისტს რუსეთში დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო. ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედია ავრცელებს. კერძოდ, მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ „დოჟდის“ ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. „ომის შესახებ ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის. აღნიშნულია, რომ ეს არის პირველი ცნობილი შემთხვევა რუსეთში, როდესაც ბრალდება ეფუძნება არა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კრიტიკას, არამედ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. კონტექსტში კიჩიგინამ ინსტაგრამზე დაწერა 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ ომის შესახებ: „დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის წლისთავი აღინიშნება, 7–8 აგვისტოს ღამეს ქვეყანაში რუსული სამხედრო ძალები შემოვიდნენ და მშვიდობიანი ქალაქები დაბომბეს. 15 წელია, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“. კიჩიგინას თქმით, მისი პოსტი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესახებ მხოლოდ საბაბი იყო და მას რეალურად დევნიან ე.წ. „ბაიმაკის საქმის“ გაშუქების გამო.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნებაკალაძის ბანერზე საპროტესტო შეტყობინების დაწერისთვის ხოშტარიას 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.მამა გიორგი ზვიადაძე: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა მბრძანებელი, ანდერძი არ იყო საჭირო.ილია II: 1933-2026 - მოქალაქეთა ნაკადი სიონშიოჯახის ორი წევრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაციგიგა ლემონჯავა: პატიმრებით ვაჭრობა არ იქნება!

ENDEKA