კობახიძე დაგვიანებით ვულოცავ თანამოქალაქეებს მაჰმადიანებს რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს

კობახიძე დაგვიანებით ვულოცავ თანამოქალაქეებს მაჰმადიანებს რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები დაგვიანებით მიულოცა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, წელს ეს დღესასწაულები ქვეყნისთვის მძიმე პერიოდს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა. „ჩვენ გულითადად ვულოცავთ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, თუმცა დაგვიანებით, რამადანის ბაირამსა და გაზაფხულის დადგომის დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს. წელს ეს დღესასწაულები დაემთხვა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მძიმე პერიოდს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას და ეროვნული გლოვის დღეებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუსულმანურ საზოგადოებას გულწრფელი თანაგრძნობისთვის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისთვის და ამ დღეებში სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ძმურ მხარდაჭერას. მწუხარებაშიც და სიხარულშიც ერთად დგომის უნარია ჩვენი ერთიანობის ძლიერი საფუძველი. საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები ერთად ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ჩვენ, დღევანდელი თაობები, ერთად ვაშენებთ მის უკეთეს მომავალს. მისი უწმინდესობა მუსლიმ თემს ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა. ის თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენ უპირველეს მოვალეობად მიგვაჩნია გავაგრძელოთ ეს დიდი მემკვიდრეობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში, სასტუმროში რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვესგიგა ლემონჯავა: ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, რადგან დანაშაული არ აღიარა, არ ითანამშრომლა და წინააღმდეგობა გაუწია - ეს არის ერთგვარი მუქარა ყველასთვის, მაგრამ ჩვენი პასუხია, რომ „პატიმრებით ვაჭრობა“ არ მოხდება.დეკანოზი ჯაღმაიძე: პატრიარქის 9 წლის წინანდელი ბრძანება მის ანდერძად უნდა ჩაითვალოსბოჭორიშვილი: სუვერენიტეტი არის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელზეც ევროპის მომავალი უნდა აშენდესრასა იუკნიავიჩინა ელენა ხოშტარიას განაჩენის შესახებმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან 105 უცხო ქვეყნის მოქალაქე გაიყვანეს

ENDEKA