ირაკლი კობახიძე თბილად ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ფიტრ ბაირამის და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სადღესასწაულო...

ირაკლი კობახიძე თბილად ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ფიტრ ბაირამის და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სადღესასწაულო...

„მინდა გულითადად, თუმცა დაგვიანებით, მივულოცო ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ფიტრ ბაირამის და გაზაფხულის დადგომის - ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, წელს ეს არდადეგები დაემთხვა ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პერიოდს - უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებას და ეროვნული გლოვის დღეებს. პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების გამო სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა. „განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუსულმანურ საზოგადოებას გულწრფელი თანაგრძნობისთვის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისთვის და ამ დღეებში სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ძმურ მხარდაჭერას. ზუსტად გაჭირვებისა და სიხარულის დროს ერთად დგომა ქმნის მყარ საფუძველს, რომელზედაც ეყრდნობა ჩვენი ერთობა. საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები გვერდიგვერდ აგებდნენ საქართველოს ისტორიას და დღეს ჩვენი თაობა ერთად აგრძელებს უკეთესი მომავლის შენებას. მისი უწმინდესობა მუსლიმ თემს ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა. ის თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და შემწყნარებლობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენ უპირველეს მოვალეობად მიგვაჩნია გავაგრძელოთ ეს დიდი მემკვიდრეობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს!” განაცხადა პრემიერმა.

ხიდაშელი: აფიშაზე წერისთვის ციხეში არავინ მიდის, თუ გიჟურ დიქტატურაში არ ცხოვრობ!ბათუმში თვითდასაქმებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენთბილისში, სასტუმროში რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვესმოსაყდრე შიო: ილია მეორე მთელი ცხოვრება იბრძოდა ხალხის გაერთიანებისთვის, ამას აგრძელებს სიკვდილის შემდეგაცგია ვოლსკი - როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბრაზობსსსსგ: არასრულწლოვანს პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს ცრუ ტერორისტული მუქარის ბრალდება ედება

ENDEKA