ილია მეორე უყვარდათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ შიც მამა ათანასე

ილია მეორე უყვარდათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ შიც მამა ათანასე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად სიონის საკათედრო ტაძარში აგრძელებენ სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლები ჩამოსვლას. მათ შორის არის დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დელეგაციის წევრებმა მედიასთან საუბარში პატრიარქ ილია მეორესთან ურთიერთობა გაიხსენეს და ხაზი გაუსვეს მის როლს ქართული ეკლესიისთვის. ოკლაჰომას წმინდა ჯეიმსის მონასტრის წარმომადგენელმა, მამა ათანასემ განაცხადა, რომ ილია მეორეს არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-შიც უყვარდათ. "მე ვარ ოკლაჰომას წმინდა ჯეიმს მონასტრიდან. აქ ვარ ჩვენი სულიერი მამის ლოცვა-კურთხევით. ის იყო პატრიარქის ილია მეორის დიდი ხნის მეგობარი და ძმა. პატრიარქს რამდენიმე წლის წინ შევხვდი. ახლა მის დაკრძალვაზე მისვლის საშუალება მაქვს. ყველასთვის საყვარელი პატრიარქი იყო. ვიცი რას ნიშნავდა ის საქართველოსთვის, მაგრამ ასევე უყვარდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ სხვაგან. მისდამი სიყვარული მსოფლიოს ყველა კუთხეში იგრძნობოდა“, - ამბობს მამა ათანასე. აბატ ელდრეს ემილიანის თქმით, ის საქართველოში პატრიარქის მადლობის გამოხატვის მიზნით ჩამოვიდა. „მოვედი აქ მერილენდის წმინდა სიდონიის მონასტრიდან, რათა გამოვხატო ღრმა მადლიერება მისი უწმინდესობის მიმართ“, - თქვა აბატმა ელდრეს ემილიანმა.

EPP-ის სამი წევრი ითხოვს გამოძიებას საქართველოში საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს „კამიტის“ შესაძლო გამოყენების შესახებდოპინგ-სკანდალი ქართულ რაგბიში: კავშირმა დარღვევები აღიარამოსამართლე გიორგი არევაძე: ელენე ხოშტარიას მის წინააღმდეგ 16 ადმინისტრაციული საქმე ჰქონდა და ჯარიმა არ გადაუხდია; მან დაკისრებული გირაო ვერ გადაიხადა, ზიანი არ აუნაზღაურა და ბრალს არ აღიარებსდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ არის დაწერილი.Moorepay: სახელმწიფო პენსია საქართველოში ფარავს საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს"დროას!" ლიდერი. კალაძის ბანერის დაზიანებისთვის მიესაჯა წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა

ENDEKA