თინა ბოკუჩავა მინდოდა გაერთიანებული მოძრაობის სახელით სამების საკათედრო ტაძარში ყოფილიყო წარმოდგენილი საპატრიარქო მზად იყო ამისთვის, სამწუხაროდ, ე.წ. ...

თინა ბოკუჩავა მინდოდა გაერთიანებული მოძრაობის სახელით სამების საკათედრო ტაძარში ყოფილიყო წარმოდგენილი საპატრიარქო მზად იყო ამისთვის, სამწუხაროდ, ე.წ. ...

მინდოდა, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ეკლესიაში ყოფილიყო წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და მიუხედავად საპატრიარქოს სურვილისა, სამწუხაროდ, ე.წ. სახელმწიფო კომისია წინააღმდეგი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ. ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლებამ პატრიარქის დაკრძალვის დღე „საკუთარი პროპაგანდისთვის“ გამოიყენა. „ისეთი მძიმე დღეები, როგორიც ბოლო დღეებში გამოიარა ქართველმა ერმა და ყველა მართლმადიდებელმა ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, უნდა იყოს საზოგადოების მაქსიმალურად გაერთიანების საშუალება. ჩემდა სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმმა ეს მძიმე დღეებიც გამოიყენა საკუთარი პროპაგანდისთვის, ქულების მოსაპოვებლად. ვისურვებდი, რომ ასეთ დღეებში შესაძლებელი ყოფილიყო ერის გაერთიანება და ამისთვის გამოვხატეთ ყველანაირი მზაობა. მათ შორის, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრება მოითხოვა, როგორც მისი შვილისა და მისი მეგობრის ნათლია. ასევე, ადამიანი, ვისთან ერთადაც 9 წელი მართავდა ამ ქვეყანას, როგორც საერო ხელისუფლების ლიდერი. სამწუხაროდ, მას ამის საშუალება არ მისცეს. ამის საშუალება არც მე მომეცა, თუმცა ამ უმნიშვნელოვანეს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ტაძარში ყოფნის სურვილი გამიჩნდა. საპატრიარქოს სურვილის მიუხედავად, სამწუხაროდ, ე.წ. სახელმწიფო კომისია იყო წინააღმდეგი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეჟიმის წევრებმა, ე.წ. ხელისუფლებამ ეს დღე ერის გაერთიანებისთვის არ გამოიყენეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა"დროას!" ლიდერი. კალაძის ბანერის დაზიანებისთვის მიესაჯა წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაილია მეორის გარდაცვალება. როგორ გადაარჩინა პატრიარქმა საქართველო და ევედრებოდა სტალინს. მაქსიმ შევჩენკოALDE პარტია: ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი სრულიად არაპროპორციულია დანაშაულის მიმართ - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.დეკანოზი ჯაღმაიძე: პატრიარქის 9 წლის წინანდელი ბრძანება მის ანდერძად უნდა ჩაითვალოსშალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ჩვენ განვიხილავთ, როგორც მეორეხარისხოვანი ბანანის რესპუბლიკას - ჩვენ არ ვაპირებთ ამ ორგანიზაციის დატოვებას; პირიქით, უნდა ვაიძულოთ, რომ პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტს

ENDEKA