თბილისში, სასტუმროში რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, სასტუმროში რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის 22 წლის მოქალაქე ალინა კამბაროვა ძველი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში - სასტუმრო პანორამა 360-ში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გოგონა 2003 წელს დაიბადა. "შეშფოთებულმა ნათესავებმა დახმარებისთვის მიმართეს თბილისში მყოფ მეგობარს და სთხოვეს შეემოწმებინათ ალინას მდგომარეობა. მისვლისთანავე მან ოთახში სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვა", - წერს რუსული მედია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალი საქართველოში მიმდინარე წლის 16 მარტს ჩამოვიდა, რის შემდეგაც თბილისში მდებარე სასტუმროში დარჩა. გოგონას თანმხლები პირის თქმით, მათ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ გამოიყენეს, რის შემდეგაც გოგონა დილით ადრე გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ აღნიშნა, რომ გოგონას სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. „გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ფარგლებში დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვესსასამართლომ ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეში და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ილია II: 1933-2026 - მოქალაქეთა ნაკადი სიონშისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდაკობახიძე: დაგვიანებით ვულოცავ თანამოქალაქეებს მაჰმადიანებს რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამსპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის დაკრძალვაზე: კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაძარში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შეუშვან - არ იყო მითითება, ვის უნდა მიეცეს და ვის არ უნდა მიეცეს საშვი

ENDEKA