თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მოწვევით მიემგზავრება
თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა. თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია უზრუნველყოს მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენება ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში პრეზიდენტების მეუღლეებს უმასპინძლებს. დისკუსიები მიზნად ისახავს შეაფასოს ციფრულ ეპოქაში პირველი პირების მეუღლეების მხარდაჭერა ბავშვების კეთილდღეობისთვის და განიხილოს მათი საერთო ვალდებულებები. მრგვალი მაგიდის შეხვედრამდე სამუშაო სხდომა გაიმართება, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უმასპინძლებს. სამუშაო სესიის ფარგლებში მოეწყობა დისკუსია, რომლის მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ მიდგომებსა და ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარება ციფრულ ეპოქაში ბავშვებს გამოიყენონ შესაძლებლობები და დაძლიონ გამოწვევები. მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ღონისძიებები 24 და 25 მარტს გაიმართება. საქართველოს პირველ ლედისთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი წაიკითხავენ. ყაველაშვილის პრესსამსახური.
• მიხეილ ყაველაშვილი მუსლიმ თემს: თქვენი გადაწყვეტილება, თავი შეიკავოთ სადღესასწაულო ღონისძიებებისგან, არის ნათელი დადასტურება იმ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემისა, რომელსაც ეფუძნება ურთიერთობა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის • ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება • ზემო ლარსი მასზე დაგროვილი მძიმე სატვირთო მანქანებისთვის გაიხსნა • გიორგი ვაშაძე: უსამართლობა აწვება საზოგადოების ყველა ნაწილს: ზოგისთვის პატიმრობას ნიშნავს, ზოგისთვის ჯარიმას, სამსახურიდან გათავისუფლებას, ზოგისთვის კი ქვეყნის დატოვების იძულებას - კონსოლიდაცია ამის წინააღმდეგობის ერთადერთი გზაა. • რასა იუკნიავიჩინა ელენა ხოშტარიას განაჩენის შესახებ • სამების საკათედრო ტაძარში რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები ილია მეორის დაკრძალვის სიტყვით გამოდიან. •