სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 22 მარტს განხორციელდა ორი ანონიმური ზარი, რომლის ავტორმა თქვა, რომ სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ იმყოფებოდა, შ...
22 მარტს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი შევიდა - ზარის ავტორი ამბობდა, რომ ის სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ იმყოფებოდა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ გამოვლინდა დანაშაულში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მათივე ინფორმაციით, ამოღებულია რამდენიმე მობილური ტელეფონი, ლეპტოპი და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. „მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორის თქმით, ის სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია დანაღმული ჰქონდა. მისი თქმით, თუ ევაკუაცია არ მოხდებოდა მომდევნო 20 წუთის განმავლობაში, აფეთქება მოხდებოდა. კვალის დასაფარად და იდენტიფიკაციის გასართულებლად, ზარების ინიციატორი ხმას შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით იცვლიდა, უცხო ქვეყნის ვირტუალური ტელეფონის ნომერს იყენებდა და IP მისამართს მალავდა. ჩატარებული ყოვლისმომცველი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ საღამოს მოვახერხეთ არასრულწლოვანის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ. ამოღებულია რამდენიმე მობილური ტელეფონი, ლეპტოპი და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთი. არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს. არასრულწლოვანს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გაკეთება სსკ-ის 331-ე მუხლით ედება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის კონტრტერორისტულ ცენტრს აქვს ყველა პირობა, მათ შორის, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, რათა გამოავლინოს და გამოავლინოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებთ, რომ ყოველი ასეთი ფაქტის მიმართ განვახორციელებთ მკაცრ სამართლებრივ ზომებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
• დოპინგ-სკანდალი ქართულ რაგბიში: კავშირმა დარღვევები აღიარა • შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და ახლა აჩენს კითხვებს ვინ სად იყო და ვინ არა - ოპოზიციასთან დაკავშირებით ამ ხალხმა ზურგი აქცია ქვეყანას და ეკლესიას და ჩივილი ვინ იყო თუ ვინ იყო, ფარისევლობაა. • ილია მეორის გარდაცვალება. როგორ გადაარჩინა პატრიარქმა საქართველო და ევედრებოდა სტალინს. მაქსიმ შევჩენკო • შალვა პაპუაშვილი: აქციებში მონაწილეებმა ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის შეურაცხყოფა, პატრიარქის დაკნინება და ქართული ღირებულებების დაპირისპირება - ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დამცირებული საპროტესტო ჯგუფი. • ოჯახის ორი წევრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი • "დროას!" ლიდერი. კალაძის ბანერის დაზიანებისთვის მიესაჯა წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა •