საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელი ჩამოვიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელი ჩამოვიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. აშშ-ის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, დაათვალიერებს ფოთის პორტს და მოინახულებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს. „მოხარული ვართ მივესალმოთ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლის. ის მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ფოთს პორტში ამერიკული ინვესტიციების განსახილველად და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მოსანახულებლად“, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი: აქციებში მონაწილეებმა ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის შეურაცხყოფა, პატრიარქის დაკნინება და ქართული ღირებულებების დაპირისპირება - ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დამცირებული საპროტესტო ჯგუფი.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდათამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მოწვევით მიემგზავრებაამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი საქართველოს სტუმრობსკობახიძე: დაგვიანებით ვულოცავ თანამოქალაქეებს მაჰმადიანებს რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამსხიდაშელი: აფიშაზე წერისთვის ციხეში არავინ მიდის, თუ გიჟურ დიქტატურაში არ ცხოვრობ!

ENDEKA