საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში გაემგზავრა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში გაემგზავრა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მიიღებს მონაწილეობას. სამიტის მიზანია უზრუნველყოს უახლესი ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენება ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღებს. დისკუსიების მიზანია ციფრულ ეპოქაში პირველი პირების მეუღლეების მხარდაჭერა ბავშვების კეთილდღეობისთვის, ასევე მათი ზოგადი ვალდებულებების განხილვა. მრგვალი მაგიდის შეხვედრამდე სამუშაო სხდომა გაიმართება, რომელსაც მასპინძლობს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი. სესიაზე განიხილება პრაქტიკული მიდგომები და ინოვაციური ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს ისარგებლონ ციფრული ეპოქის შესაძლებლობებით და დაძლიონ მასთან დაკავშირებული გამოწვევები. მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტი „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ 24 და 25 მარტს გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი ლედის გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დაესწრებიან.

ევროპარლამენტარი ხოშტარიას განაჩენზე: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლიტპატიმრებიირაკლი კობახიძე: თბილად ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ფიტრ ბაირამის და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისთვის - ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ძმურ სოლიდარობას.კუპრაძე: ელენა ხოშტარიას ციხეში შეყვანა არის გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნისა და შურისძიების ფარგლებშისაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელი ჩამოვიდათინა ბოკუჩავა - მინდოდა გაერთიანებული მოძრაობის სახელით სამების საკათედრო ტაძარში ყოფილიყო წარმოდგენილი - საპატრიარქო მზად იყო ამისთვის, სამწუხაროდ, ე.წ. სახელმწიფო კომისია იყო წინააღმდეგი.შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და ახლა აჩენს კითხვებს ვინ სად იყო და ვინ არა - ოპოზიციასთან დაკავშირებით ამ ხალხმა ზურგი აქცია ქვეყანას და ეკლესიას და ჩივილი ვინ იყო თუ ვინ იყო, ფარისევლობაა.

ENDEKA