საქართველოს ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით ქვეყანას ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა, რომელიც გააერთიანებს ისეთ ცნობილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორიცაა JPMorgan, Morgan Stanley Investment Management, Kirkoswald, Aberdeen, MetLife და სხვები, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. მათივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი ინვესტორები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. გარდა ამისა, გაიმართება ერთობლივი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან. შეხვედრისას ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს წარუდგენენ. ისინი ასევე მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში საბანკო და ფინანსური სექტორის სტაბილურობის შესახებ. „ამერიკელი ინვესტორების ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავს საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. მსგავსი შეხვედრების დროს ინვესტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოს და ფინანსურ სექტორში არსებულ მდგომარეობას. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი ინვესტორების ნდობას და საქართველოს მიმართ მაღალ ინტერესს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი ასევე მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც წელს TBC Capital-ის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით ტარდება.
• მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან 105 უცხო ქვეყნის მოქალაქე გაიყვანეს • თბილისში, სასტუმროში რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სამების საკათედრო ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე გატარებული უსაფრთხოების ზომები გამორიცხა ტერორისტული აქტის შესახებ მოწოდების სინამდვილეს. • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა • საქართველოში ახალმა ავიაკომპანიამ ოპერირება დაიწყო • პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: კომისიის სხდომაზე პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესიაში რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა იყოს •