პატრიარქის ხსოვნას მოქალაქეები სიონის საკათედრო ტაძარში დილიდან პატივს მიაგებენ

პატრიარქის ხსოვნას მოქალაქეები სიონის საკათედრო ტაძარში დილიდან პატივს მიაგებენ

მრევლი სიონის საპატრიარქო ტაძარში დილიდან მიემართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საფლავის მოსახსნელად. სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანის გიორგი ვაშალომიძის განცხადებით, ტაძარი დილიდან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს. სწორედ ამ პერიოდში შეუძლიათ მოქალაქეებს ლოცვა კათოლიკოს-პატრიარქის განსასვენებელთან. „პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ, გავდივართ და არაერთხელ ვთქვით, რომ დღეს მთელი ერი გლოვობს. ღმერთმა ცათა სასუფეველი მიანიჭოს ჩვენს უწმინდესს პატრიარქს. დღეს მრევლს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება მივიდეს და მის საფლავზე პატივი მიაგოს. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები იქნება. ტაძარი დაახლოებით 20:00 საათამდე იმუშავებს“, - განაცხადა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ. მისი თქმით, პატრიარქი საკურთხეველთან დაკრძალეს, რომელიც „ყველაზე წმინდა ადგილია ტაძარში, ამიტომ მისი სურვილი ასრულდა“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. მისი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 18 მარტს გაიმართა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები სიონში, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საფლავზე მივიდნენხიდაშელი: აფიშაზე წერისთვის ციხეში არავინ მიდის, თუ გიჟურ დიქტატურაში არ ცხოვრობ!ევროპარლამენტარი ხოშტარიას განაჩენზე: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლიტპატიმრებიირაკლი კობახიძე: თბილად ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ფიტრ ბაირამის და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისთვის - ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ძმურ სოლიდარობას.კობახიძე: დაგვიანებით ვულოცავ თანამოქალაქეებს მაჰმადიანებს რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამსმოსაყდრე შიო: ილია მეორე მთელი ცხოვრება იბრძოდა ხალხის გაერთიანებისთვის, ამას აგრძელებს სიკვდილის შემდეგაც

ENDEKA