მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში სუვერენიტეტი ერთადერთი მყარი საფუძველია, რომელზეც ევროპის მომავალი უნდა იყოს დაფუძნებული

მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში სუვერენიტეტი ერთადერთი მყარი საფუძველია, რომელზეც ევროპის მომავალი უნდა იყოს დაფუძნებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში პატრიოტები ევროპისთვის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელში მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება ეროვნული ინტერესების დაცვაზე გაამახვილა. „მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩემი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ცდილობს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას, ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ევროკავშირში გაწევრიანებას. 2014 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს - ღირებულებებს, რომლებიც ორგანულია ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. „სამწუხაროდ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იქცა ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%, პოლიტიკური ზეწოლის, შიდაპოლიტიკური თამაშების, გარე ზეწოლისა და შიდა საქმეებში გარე ჩარევის ინსტრუმენტად. ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ ევროკავშირის გარეთ, არამედ ევროკავშირის შიგნითაც - მის წევრ ქვეყნებში“, - განაცხადა მინისტრმა. უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სუვერენული გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. „როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელიწადში დაახლოებით 9,5%-ია, რაც ევროპაში შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი - ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და არ შევუქმნათ საფრთხე მშვიდობას ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში“, - აღნიშნა მინისტრმა. დასასრულს მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სუვერენიტეტის მნიშვნელობას. „განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ სუვერენიტეტის დაცვის საკითხს, რადგან ეს არის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა დაეყრდნოს“, - განაცხადა მინისტრმა. პანელის დისკუსიას ესწრებოდნენ ფიდესის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპარლამენტარი კინგა გალი, უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში იანოშ ბოკა, პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ბრილკა, ბელგიელი ევროპარლამენტარი ტომ ვანდერდრიშე, ჩეხი ევროპარლამენტარი ონდრეი კნოტეკი, ავსტრიელი ადგილობრივი პარლამენტის წევრი, ვიცე-გუბერნატორი უდო ლანდბაუერი და უნგრეთის მთავრობის სპიკერი ზალატ კოშვაჩონი.

გიორგი ვაშაძე: უსამართლობა აწვება საზოგადოების ყველა ნაწილს: ზოგისთვის პატიმრობას ნიშნავს, ზოგისთვის ჯარიმას, სამსახურიდან გათავისუფლებას, ზოგისთვის კი ქვეყნის დატოვების იძულებას - კონსოლიდაცია ამის წინააღმდეგობის ერთადერთი გზაა.საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელი ჩამოვიდაშალვა პაპუაშვილი: აქციებში მონაწილეებმა ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის შეურაცხყოფა, პატრიარქის დაკნინება და ქართული ღირებულებების დაპირისპირება - ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დამცირებული საპროტესტო ჯგუფი.ლორდთა პალატის წევრმა ფოლკესმა მოუწოდა "დროას!" ლიდერის გათავისუფლებას.შალვა პაპუაშვილი: იმ დღეებში, როცა საქართველო გლოვობდა, ჩვენ შევესწარით ჰელსინკის კომისიის სხდომას - არც ერთი სიტყვა არ მოგვისმენია ბატონი ვილსონის ან კომისიის სხვა წევრებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ქართველი ხალხის მხარდამჭერები.დოპინგ-სკანდალი ქართულ რაგბიში: კავშირმა დარღვევები აღიარა

ENDEKA