კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ჩვენთვის უწმიდესი პატრიარქი ილია ახლა მფარველ ანგელოზად ითვლება არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ სულიერი მა...

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ჩვენთვის უწმიდესი პატრიარქი ილია ახლა მფარველ ანგელოზად ითვლება არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ სულიერი მა...

ის ჩემთვის მეორე სულიერი მამა იყო. ჩვენთვის უწმიდესი პატრიარქი ილია ახლა მფარველ ანგელოზად ითვლება. არა მარტო დაკარგეთ წმინდა მამა, თქვენი სულიერი მამა, ჩვენ დავკარგეთ მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი წინამძღოლიც და გვჯერა, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, - განუცხადა სიონის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ესაია თომას-ბარხმა. „გუშინ კვიპროსიდან ჩამოვედი თბილისში, როგორც კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი და მთავარეპისკოპოსი გიორგი. პირადად ვიცნობდი პატრიარქს ილია მეორეს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამა იყო. ჩვენთვის უწმიდესი პატრიარქი ილია ახლა მფარველ ანგელოზად ითვლება. საქართველო, მაგრამ მთელი მართლმადიდებლური სამყარო ობოლი დარჩა. თუმცა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ახლა, როგორც წმინდა პიროვნება, ის ყველა ჩვენგანის მფარველი ანგელოზია. ჩვენ ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს, ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. ახლა მსოფლიოში დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილება, პრობლემები მართლმადიდებლურ სამყაროში და ყველგან და საჭიროა მისი ლოცვა. ყველაზე რთული დრო აირჩია, სამოთხეში წავიდა, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო ღვთისმშობელთან, იესო ქრისტესთან, დაგვეხმარა ლოცვით. ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, გეორგიოსისა და ჩვენი სინოდის სამძიმარს და გარწმუნებთ, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული მუდამ იქნება მარადიული. ჩვენი ეკლესიების გაერთიანება მარადიული იქნება მისი სიყვარულისა და ლოცვების წყალობით. უფალმა გფარავდეთ“, - აღნიშნა კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა.

თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მოწვევით მიემგზავრებამიხეილ ყაველაშვილი მუსლიმ თემს: თქვენი გადაწყვეტილება, თავი შეიკავოთ სადღესასწაულო ღონისძიებებისგან, არის ნათელი დადასტურება იმ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემისა, რომელსაც ეფუძნება ურთიერთობა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორისაშშ-ის საელჩო აღნიშნავს აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 34 წლის იუბილესბათუმში თვითდასაქმებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენხიდაშელი: აფიშაზე წერისთვის ციხეში არავინ მიდის, თუ გიჟურ დიქტატურაში არ ცხოვრობ!ელენა ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი

ENDEKA