ეპისკოპოსი ნიკოლოზი პატრიარქის კანდიდატებთან დაკავშირებულ კითხვაზე ცოტა ხანს ნუ ვიფიქრებთ ამაზე, პატივი მივაგოთ ილია მეორეს.

ეპისკოპოსი ნიკოლოზი პატრიარქის კანდიდატებთან დაკავშირებულ კითხვაზე ცოტა ხანს ნუ ვიფიქრებთ ამაზე, პატივი მივაგოთ ილია მეორეს.

ცოტა ხანს არ ვიფიქროთ ამაზე, ილია მეორეს პატივი მივაგოთ, მეცხრე დღეც გავიდეს. ალბათ, მაშინ მოვამზადებთ. აღდგომა მოდის, ეს ყველაფერი გავატაროთ და მერე დავიწყებთ ამაზე ფიქრს, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ეპისკოპოსმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, თუ რამდენი კანდიდატი შეიძლება იყოს პატრიარქის თანამდებობაზე და რა გამოწვევები ელის მას. მისი თქმით, „სინოდის წევრებს ამაზე ჯერ არც უსაუბრიათ“. „სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დაგვჭირდება, დაღლილობა... ფაქტობრივად, სინოდის წევრთა უმრავლესობას, რომლებიც საორგანიზაციო საკითხებით იყვნენ დაკავებულნი, არ დაიძინეს, ცოტას დავისვენებთ. წინა დღეებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სიონის საკათედრო ტაძარში ნაკადი არ შეწყდება. ვფიქრობ, კიდევ და ისევ მოინდომებენ აქ მოსვლას“, - ამბობს უწმინდესი ნიკოლოზი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის დაკრძალვაზე: კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაძარში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შეუშვან - არ იყო მითითება, ვის უნდა მიეცეს და ვის არ უნდა მიეცეს საშვისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ არის დაწერილი.პროტოპრესვიტერი ზვიადაძე: საპატრიარქო ტახტის მემკვიდრეზე: „ეს კითხვა აღარ ჩნდება“თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მოწვევით მიემგზავრებამრევლს სიონის მონახულება ყოველდღე 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება პატრიარქ ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად.

ENDEKA