ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსისა და პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ, 24 მარტს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. განაჩენს მოსამართლე გიორგი არევაძე გამოაქვს. მან სასამართლო პროცესი ბრალდებულის საბოლოო ჩვენებამდე გადადო, თუმცა ელენე ხოშტარია არცერთ სხდომას არ დასწრებია. დაცვის მხარეს ასევე არ აქვს დასკვნითი სიტყვის უფლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხოშტარიას ადვოკატმა ელენე მაღლაკელიძემ განუცხადა, დაკავებული პოლიტიკოსი არც ხვალინდელ სხდომაზე გამოცხადდება. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს. ელენე ხოშტარიას ბრალად ედება კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. დანაშაული ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაზეც უარი თქვა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს. 14 სექტემბერს ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერზე სიტყვა „რუსული ოცნება“ დაწერა. შესაბამისი ვიდეო მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში და განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
• მოსამართლე გიორგი არევაძე: ელენე ხოშტარიას მის წინააღმდეგ 16 ადმინისტრაციული საქმე ჰქონდა და ჯარიმა არ გადაუხდია; მან დაკისრებული გირაო ვერ გადაიხადა, ზიანი არ აუნაზღაურა და ბრალს არ აღიარებს • „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს • ALDE პარტია: ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი სრულიად არაპროპორციულია დანაშაულის მიმართ - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. • გვარამია: ისტორიაში პირველად, ფლომასტერი დანაშაულის იარაღად იქნა აღიარებული • უფასო წამალი ძაღლების მეურვეებისთვის თბილისში • „ილია მეორე უყვარდათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც“ - მამა ათანასე •