დილიდან მოქალაქეები სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მიდიან
მრევლი სიონის საპატრიარქო ტაძარში დილიდან მიემართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად. სიონის საკათედრო ტაძრის სასულიერო პირის, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანოზის გიორგი ვაშალომიძის განცხადებით, ტაძარი დილიდან 20:00 საათამდე იმუშავებს. მოქალაქეებს სწორედ ამ პერიოდში შეუძლიათ კათოლიკოს-პატრიარქის განსასვენებლის აღნიშვნა. უპირველეს ყოვლისა, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, გადავიტანეთ და გადავიტანეთ ძალიან მძიმე დღეები და არაერთხელ ვთქვით, რომ დღეს მთელი ერი გლოვობს. უფალმა ცათა სასუფეველი მიანიჭოს უწმინდესს პატრიარქს. დღეს მორწმუნეებს სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ მოინახულონ მისი საფლავი და პატივი მიაგონ. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს. ტაძარი დაახლოებით 20:00 საათამდე იმუშავებს“, - განაცხადა გიორგი ვაშალომიძემ. მისივე თქმით, პატრიარქი საკურთხეველთან დაკრძალეს, რომელიც „ყველაზე წმინდა ადგილია საკათედრო ტაძარში, ამიტომ მისი სურვილი ასრულდა“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
• ირაკლი კობახიძე: თბილად ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ფიტრ ბაირამის და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისთვის - ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ძმურ სოლიდარობას. • „ქართულმა ოცნებამ“ პატრიარქის დაკრძალვა პოლიტიკური სუვერენიტეტის წარმომადგენლობის სცენად აქცია. • გიგა ლემონჯავა: პატიმრებით ვაჭრობა არ იქნება! • საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელი ჩამოვიდა • თბილისში, სასტუმროში რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს • RMG-ის მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ავსტრიული საინჟინრო-ტექნოლოგიური ცენტრი გაიხსნა. •