თინათინ ხიდაშელი გმადლობთ, უწმინდესო, რომ თქვენი გარდაცვალების შემდეგაც აიღეთ უდიდესი მისია და შეგვეძლო ერთად დავდგეთ! შესაძლოა, ხვალიდან დაწყებული, ი...

თინათინ ხიდაშელი გმადლობთ, უწმინდესო, რომ თქვენი გარდაცვალების შემდეგაც აიღეთ უდიდესი მისია და შეგვეძლო ერთად დავდგეთ! შესაძლოა, ხვალიდან დაწყებული, ი...

"გმადლობთ, რომ თქვენი გარდაცვალების შემდეგაც აიღეთ უდიდესი მისია და კიდევ ერთხელ გვაძლევთ შესაძლებლობას, ერთად დავდგეთ, ვილოცოთ, ერთად ვიცხოვროთ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს! - მშვიდობით, უწმინდესობავ!" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს. ხიდაშელი გამოთქვამს იმედს, რომ „შესაძლოა, ამ დღეებში განცდილი ერთიანობის სიდიადე დათრგუნოს იმ უზომო სიძულვილს, შეუწყნარებლობას და ზიზღს, რომელიც გვემუქრება, რომ მოგვიცვას“. "მშვიდობით, თქვენო უწმინდესობავ! გმადლობთ, რომ ყველაზე დიდი მისია აიღეთ თქვენი გარდაცვალების შემდეგაც და კიდევ ერთხელ გვაძლევთ საშუალებას, ერთად დავდგეთ, ვილოცოთ, ერთად ვიცხოვროთ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს! შესაძლოა, ხვალიდან დაწყებული, ერთობის სიდიადე, რომელიც ამ დღეებში განვიცადეთ, აღკვეთს იმ უზარმაზარ სიძულვილს, შეუწყნარებლობას და ზიზღს, რომელიც გვემუქრება სოციალურ მედიაში. სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პანაშვიდი აღევლინება. ამჟამად მიმდინარეობს. წირვას კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I, საპატრიარქო ტახტის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი შიო და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენენ. 15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხედარს სამების საპატრიარქო ტაძრიდან სამგლოვიარო მსვლელობით სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით გადაასვენებენ. ცნობისთვის: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ მიემართება - პატრიარქს ფეხით ბოლო მოგზაურობისას ათასობით მოქალაქე ახლავს.ბიძინა ივანიშვილი: დღეს დავემშვიდობე ჩვენს სულიერ მამას - როგორც დღეს ყველა ქართველს, გულში ვატარებ დიდ ტკივილს და სიყვარულს, რომელსაც ახსნა არ სჭირდება, რადგან მას ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ.პაპუაშვილი: ჩვენ ვართ პატრიარქის თაობა და მოწმენი ვართ უნიკალური ფენომენის, როცა მთელი ერი სულიერად არის დაკავშირებული ერთ ადამიანთანთებერვალში უცხოელებმა ბათუმში უფრო მეტი ბინა შეიძინეს, ვიდრე ქართველებმა – Colliers Georgiaთბილისის სამების საკათედრო ტაძართან ცრუ ბომბის მუქარის შედეგად არასრულწლოვანი იდენტიფიცირებულიარუსთაველის გამზირის რეკონსტრუქციაზე ხუთივე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

ENDEKA