სომხეთის პრეზიდენტი ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდზე დასასწრებად ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრეზიდენტს და მის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. 15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხედარს სამების საპატრიარქო ტაძრიდან (სამება) ფეხით გადაასვენენ სიონის საპატრიარქო ტაძარში. ცნობისთვის: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
• პატრიარქი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს • არანაირი Chanel-ის ჩანთები და Gucci-ს კაბები: სპარსეთის ყურის ომის მოულოდნელი შედეგები • ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს • ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მუსიკალური თაღლითობა გამოაშკარავდა • UOC-KP-ის ახალი პატრიარქი სუმის მთავარეპისკოპოსი ნიკოდიმი გახდა • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე რუსეთიდან 80-მდე ადამიანი ჩამოვა. •