სალომე ზურაბიშვილი დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან რთულ დროს ილია მეორე დაგვეხმარება იმ ერთიანობის შენარჩუნებაში, რაც დღეს მიღწეულია რაც ბევრს არ მოსწ...

სალომე ზურაბიშვილი დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან რთულ დროს ილია მეორე დაგვეხმარება იმ ერთიანობის შენარჩუნებაში, რაც დღეს მიღწეულია რაც ბევრს არ მოსწ...

მინდა მივუსამძიმრო ყველას, რადგან დღეს ეს არის ჩვენი საერთო მწუხარება, რომელსაც ჩვენ ერთად განვიცდით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ალბათ სხვა რამეს - პროტოკოლს თუ სხვადასხვა მიზეზს - არ აქვს მნიშვნელობა; არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად იდგა დღეს, ვინ შემოვიდა და ვინ ვერ. ამავდროულად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ის დაგვეხმარება ამ ძალიან რთულ დროს, შევინარჩუნოთ ის ერთიანობა, რომელიც დღეს მიღწეულია - ერთობა, რომელიც ბევრს არ მოსწონს ან არ სურს. მჯერა, რომ პატრიარქი ნამდვილად მოგვცემს ამისთვის ძალას“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში. რაც შეეხება იმას, დაუკავშირდა თუ არა შესაბამის ორგანოებს გლოვის ცერემონიაზე დასასწრებად, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა საშვი და არანაირი კომუნიკაცია ამ საკითხზე. „არ მქონია კომუნიკაცია, არანაირი საშვი. მე რომ მქონოდა, იქ ვიქნებოდი სადაც შესაძლებელი იყო. მაგრამ მე აქ ვიყავი, სიონის წინ და ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ“, - უთხრა ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

კათოლიკოს-პატრიარქის კუბოს შემოტანის მომენტიდან მის დაკრძალვამდე, სამგლოვიარო ზარები რეკავს.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქართველ ხალხს მიუსამძიმრამსოფლიო პატრიარქი: როგორ არ ვიტიროთ ილია მეორის წამოსვლაზე ჩვენგან - ალბათ არც ერთ ღირსეულ კათოლიკოსს არ გაუგია მისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან და სახელმწიფოებრიობასთან ისე მჭიდროდ, როგორც მარადიულად დასამახსოვრებელი პატრიარქითინათინ ხიდაშელი: გმადლობთ, უწმინდესო, რომ თქვენი გარდაცვალების შემდეგაც აიღეთ უდიდესი მისია და შეგვეძლო ერთად დავდგეთ! - შესაძლოა, ხვალიდან დაწყებული, იმ ერთიანობის სიდიადე, რომელიც ამ დღეებში განვიცადეთ, დათრგუნოს იმ უზომო სიძულვილს, რომელიც გვემუქრება.მსოფლიო პატრიარქმა ქართველ ხალხს კარგი განწყობის შენარჩუნებისკენ მოუწოდაილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

ENDEKA