საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის 5 მეთაური იმყოფება
მართლმადიდებლური ეკლესიის ხუთი წინამძღვარი საქართველოში იმყოფება და სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი - ახალი რომის და მსოფლიო პატრიარქი, უწმიდესი ბართლომე I; სრულიად ბულგარეთის პატრიარქი – უწმიდესი დანიელი; სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი – უნეტარესი იოანე; ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი – უნეტარესი რატისლავი; ამერიკის მიტროპოლიტი ტიხონი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდს დაესწრებიან სხვა ეკლესიების დელეგაციებიც. სამების საკათედრო ტაძარში უკვე მივიდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი - ახალი რომი და მსოფლიო პატრიარქი, უწმიდესი ბართლომე I. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდს მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს. სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია 09:00 საათზე დაიწყო დღეს დილით და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღნიშნავს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მღვდელმთავარი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ცნობისთვის: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
• სააკაშვილმა ისაუბრა ივანიშვილის უარყოფით დამოკიდებულებაზე პატრიარქის მიმართ • "ჩვენ გვიყვარხარ, პატრიარქო!" ასეთი გალობისა და ტაშის ფონზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გადმოასვენეს. • ცოცხალი განახლებები | ქართველებმა პატრიარქ ილია მეორეს დაემშვიდობნენ • კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს • ბიძინა ივანიშვილი: დღეს დავემშვიდობე ჩვენს სულიერ მამას - როგორც დღეს ყველა ქართველს, გულში ვატარებ დიდ ტკივილს და სიყვარულს, რომელსაც ახსნა არ სჭირდება, რადგან მას ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ. • არმაზ ახვლედიანი: პატრიარქმა არ გაარჩია ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები; სამების საკათედრო ტაძარში ორი ყოფილი პრეზიდენტი მაინც უნდა დადგეს! ილია მეორე ამას არ მოიწონებდა •