ივანიშვილი უწმიდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთისთვის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, დასრულებულია დიდი ეპოქა...

ივანიშვილი უწმიდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთისთვის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, დასრულებულია დიდი ეპოქა...

ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება ისეთი მწუხარების და მღელვარების მომენტი, როგორიც ახლაა ჩემთვის - დღეს, მთელი ხალხის წინაშე, დავემშვიდობე ჩვენს სულიერ მამას. დღეს, როგორც ყველა ქართველს, გულში მაქვს დიდი ტკივილი და სიყვარული, რომელსაც ახსნა არ სჭირდება, რადგან თითოეული ჩვენგანისთვის არის საერთო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე. „ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოება და ხალხი ერთიანდება დიდი განსაცდელისა თუ დიდი სიხარულის წინაშე. დღეს ასეთი მომენტი დადგა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში - მილიონობით ქართველი ჩუმად გადის დიდ გამოცდას და სწორედ ამ ყრუ სიჩუმეში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ჟღერს, ამ ქვეყნის ყოველი შვილი სრულყოფილად გრძნობს, რა დიდი დანაკლისია, რაც შენს უკან დატოვე... ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელიც შენს სახელს ატარებს. მიუხედავად დიდი ტკივილისა, ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ, ამიტომ გვაქვს პატივი ვიწოდებოდეთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულიერ შვილებად, მოძღვრის, რომელმაც მთელი სიცოცხლე და სიკვდილი მიუძღვნა თავისი სამწყსოს - ქართველი ხალხის გაერთიანებას და ერთობას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი საქართველოში ჩამოვიდასამების საკათედრო ტაძარში ჩადიან სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, მათ შორის პაველ ჰერჩინსკი, პიტერ ფიშერი და გარეტ უორდი.სააკაშვილმა ისაუბრა ივანიშვილის უარყოფით დამოკიდებულებაზე პატრიარქის მიმართნიკა გვარამია - უნგრეთიდან დაკრძალვის პროცედურებს კოორდინაციას უწევს თუ არა პატრიარქის დაკრძალვის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე? კაცმა 2 დღე ვერ მოითმინა, საქართველოშიც არ დარჩენილა, ორბანთან გაიქცა იმ იმედით, რომ დახმარებოდა ამერიკელებთან საუბარს.ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური ქმედების კონფერენციაში.რომის პაპი: უთვალავი ხალხისთვის პატრიარქი ილია მეორე იყო შერიგების ხმა, ერთიანობის დაუღალავი შემოქმედი

ENDEKA