ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ მიემართება პატრიარქს ფეხით ბოლო მოგზაურობისას ათასობით მოქალაქე ახლავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძრისკენ მიემართება. პატრიარქს ბოლო მოგზაურობისას ფეხით ათასობით მოქალაქე ახლავს. სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძარამდე მთელ მარშრუტზე, სადაც სამგლოვიარო პროცესია მიემართება, სამხედროების მიერ ჩამოყალიბებული სპეციალური დერეფანი მოეწყო. სამგლოვიარო მსვლელობაში, რიგით მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფო მოხელეები, წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირებიც მონაწილეობენ. კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშისა და „გვიყვარხართ, პატრიარქო“ გალობის ფონზე გაიყვანეს. სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის წინამძღვარმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. დაკრძალვის ცერემონია კონსტანტინოპოლი-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, უწმიდესმა ბართლომე პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
• უზბეკეთის პრეზიდენტმა კობახიძეს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა • "ჩვენ გვიყვარხარ, პატრიარქო!" ასეთი გალობისა და ტაშის ფონზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გადმოასვენეს. • მსოფლიო პატრიარქი: წარსულის არც ერთ კათოლიკოსს არ შეეძლო თავისი სახელის საქართველოსთან დასახელება, როგორც ილია მეორე • სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დროს მრევლისთვის დერეფანი მოეწყობა • ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს • მსოფლიო პატრიარქი: როგორ არ ვიტიროთ ილია მეორის წამოსვლაზე ჩვენგან - ალბათ არც ერთ ღირსეულ კათოლიკოსს არ გაუგია მისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან და სახელმწიფოებრიობასთან ისე მჭიდროდ, როგორც მარადიულად დასამახსოვრებელი პატრიარქი •