ილია მეორეს დასამშვიდობებლად სხვადასხვა ქვეყნის ელჩები მივიდნენ, მათ შორის პაველ გერჩინსკი, პიტერ ფიშერი და გარეტ უორდი.
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე განისვენებს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ გერჩინსკი, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი და დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი მივიდნენ. სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, რომელსაც საპატრიარქო ტახტის წინამძღვარი, სენაკისა და ჩხოროწყუის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ხელმძღვანელობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
• ყაველაშვილი: დღეს ჩვენ ვუყურებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“ - ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს არის ჩვენი ეროვნული ხასიათის ტრიუმფი. • საქართველო პატრიარქის დაკრძალვისთვის ემზადება • ევროკავშირის EUAA-ს ანგარიშში საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ტოპ 20 ქვეყანაშია • ვატიკანის დელეგაცია სამების საკათედრო ტაძარში მივიდა და პატრიარქს პატივი მიაგო • გარეკინ II-ს ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად სომხეთი არ დაუშვეს • კობახიძემ ბუდაპეშტში „ბრიუსელის ბიუროკრატია“ გააკრიტიკა •