ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. დაკრძალვის წინ, სანამ მისი ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში იწვა, პანაშვიდი აღავლინეს მისი სულის მოსასვენებლად. პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში მსვლელობით გადაასვენეს. "გვიყვარხართ, პატრიარქო" - სწორედ ამ გალობითა და ტაშით გამოიყვანეს სამების საკათედრო ტაძრიდან. სამებიდან სიონამდე მთელ მარშრუტზე სამხედრო პირები ქართული დროშებით დგანან. დაკრძალვის მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების საკათედრო ტაძარში სახალხო პანაშვიდი იმართებოდა. მის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ამ დღეებში პატრიარქთან დამშვიდობების მსურველთა ნაკადი უწყვეტი იყო, 24 საათის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს საკათედრო ტაძარში შესასვლელად რამდენიმე საათი უწევდათ რიგში დგომა. გრძელი რიგების გამო ბევრმა ღამე სამების საკათედრო ტაძართან გაათია. დღეს დილით სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის წინამძღვარმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. პანაშვიდი კონსტანტინოპოლი-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, უწმიდესმა ბართლომე პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს.
• კობახიძემ ბუდაპეშტში „ბრიუსელის ბიუროკრატია“ გააკრიტიკა • ირაკლი კობახიძე: დღეს მთავრდება დიდი ეპოქა - დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია ვიგრძნოთ პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ საკუთარ თავს, რამდენად დიდი უნდა იყოს ერი, რომ მასში ასეთი ფიგურა დაიბადოს. • მსოფლიო პატრიარქი: ილია მეორე იყო ეკლესიისა და სამშობლოს ნამდვილი საყრდენი, რომელსაც ერთნაირად მიუძღვნა სიყვარული, ერთგულება და ყოველდღიური ზრუნვა. • აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე მივიდა • კათოლიკოს-პატრიარქის კუბოს შემოტანის მომენტიდან მის დაკრძალვამდე, სამგლოვიარო ზარები რეკავს. • თბილისში, ილია მეორის დაკრძალვას მართლმადიდებლური ეკლესიის ხუთი წინამძღვარი ესწრება •