გვიყვარხართ, პატრიარქო ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ამ გალობისა და ტაშის ფონზე გაიყვანეს

გვიყვარხართ, პატრიარქო ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ამ გალობისა და ტაშის ფონზე გაიყვანეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან გაიყვანეს. „გვიყვარხართ, პატრიარქო“ - ამ გალობისა და ტაშის ფონზე ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოიყვანეს. პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან მსვლელობით სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე მთელ მარშრუტზე სამხედროების მიერ ჩამოყალიბებული სპეციალური დერეფანი მოეწყო დაკრძალვის პროცესისთვის. სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის წინამძღვარმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. დაკრძალვის ცერემონია კონსტანტინოპოლი-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, უწმიდესმა ბართლომე პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების საკათედრო ტაძარში მისი საჯარო გამომშვიდობება იმართება. მის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ამ დღეებში პატრიარქთან დამშვიდობების მსურველთა ნაკადი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიედინებოდა. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს საკათედრო ტაძარში შესასვლელად რამდენიმე საათი უწევდათ რიგში დგომა. მოქალაქეების გრძელი რიგების გამო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამე ბევრმა გაათია.

გარეკინ II-ს ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად სომხეთი არ დაუშვესსააკაშვილმა ისაუბრა ივანიშვილის უარყოფით დამოკიდებულებაზე პატრიარქის მიმართნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ხალხს მიუსამძიმრა ილია მეორის გარდაცვალების გამო.მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი საქართველოში ჩამოვიდაილია მეორეს დასამშვიდობებლად სხვადასხვა ქვეყნის ელჩები მივიდნენ, მათ შორის პაველ გერჩინსკი, პიტერ ფიშერი და გარეტ უორდი.სამებიდან სიონის საკათედრო ტაძარამდე, მთელს პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის სამგლოვიარო მსვლელობა გაივლის, სამხედრო მოსამსახურეებისგან შექმნილი სპეციალური დერეფანი მოეწყო.

ENDEKA