გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი ილია მეორის სამსახური გამოირჩეოდა სიბრძნით და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა როგორც ...
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა მწუხარება გამოთქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. წმინდა სინოდისადმი გაგზავნილი წერილის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიცოცხლე და მსახურება გამოირჩეოდა სიბრძნით და მაღალი ზნეობრივი ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სულიერ ხელმძღვანელობასა და ქართველი ხალხის დაუღალავად მხარდაჭერას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და დიდი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი უწმინდესობის ვიზიტი 2011 წელს და მისი უდიდებულესობა დედოფალ ელიზაბეტ II-სთან შეხვედრა იყო ნათელი დადასტურება ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის თბილი და ურთიერთპატივისცემის ურთიერთობის შესახებ. გლოვობთ მის გარდაცვალებას“, - ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისადმი მიწერილ წერილში, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას დღეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
• მეფე ჩარლზ III: ილია მეორეს ახსოვდა სიბრძნითა და მაღალი ზნეობრივი ავტორიტეტით • ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა • სამების საკათედრო ტაძრის ეზოში სომხეთის პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილი, ხოლო აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილი შეხვდა. • შსს - 22 მარტს თბილისის მასშტაბით მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება • შუაღამის შემდეგ ილია მეორის დაკრძალვისთვის მოსამზადებლად სამების შესასვლელი დაიკეტება • ზურაბიშვილმა ილია მეორის დაკრძალვაზე საქართველოს ყველა ყოფილი პრეზიდენტის შეკრებისკენ მოუწოდა •