გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ ილია მეორე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქართულ ეკლესიას, ს...

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ ილია მეორე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქართულ ეკლესიას, ს...

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა მწუხარება გამოთქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო. როგორც დიდი ბრიტანეთის მეფის ჩარლზის წერილშია აღნიშნული, ის გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს, მორწმუნეებს და ყველას, ვინც გლოვობს პატრიარქის გარდაცვალებას. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, სულიერ მოძღვრებასა და ქართველი ხალხის დაუღალავ მსახურებას. მისი უდიდებულესობა დედოფალი ელიზაბეტ II 2011 წელს იყო ნათელი დადასტურება ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის თბილი და ურთიერთპატივისცემის ურთიერთობისა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს, ასევე ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მონარქის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გაგზავნილ წერილში.

ილია მეორე დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარშიილია მეორეს დასამშვიდობებლად სხვადასხვა ქვეყნის ელჩები მივიდნენ, მათ შორის პაველ გერჩინსკი, პიტერ ფიშერი და გარეტ უორდი.გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი: ილია მეორის სამსახური გამოირჩეოდა სიბრძნით და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი საქართველოში ჩამოვიდაბიძინა ივანიშვილი: დღეს დავემშვიდობე ჩვენს სულიერ მამას - როგორც დღეს ყველა ქართველს, გულში ვატარებ დიდ ტკივილს და სიყვარულს, რომელსაც ახსნა არ სჭირდება, რადგან მას ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ.რუსეთის დელეგაციაში შედის მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი.

ENDEKA