ჩვენ გვიყვარხარ, პატრიარქო! ასეთი გალობისა და ტაშის ფონზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გადმოასვენეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს. "ჩვენ გვიყვარხარ, პატრიარქო!" - ასეთი გალობისა და ტაშის ფონზე ილია მეორეს ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გადმოასვენეს. პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც დაკრძალავენ. სამებიდან სიონის საკათედრო ტაძრის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სამხედრო მოსამსახურეთა სპეციალური დერეფანი, სადაც სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის წინამძღვარმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. ელია II-ის პანაშვიდი მსოფლიო პატრიარქმა, უწმიდესმა ბართლომე პირველმა, მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ამ დღეებში პატრიარქთან დამშვიდობების მსურველთა ნაკადი არ წყდებოდა. ტაძარში შესასვლელად მოქალაქეებს ხშირად უწევდათ რიგში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაში. სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე დიდი რიგების გამო ღამე ბევრმა გაათია.
• რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დაესწრო ილია მეორის დაკრძალვას და რუსეთის ლიდერის სამძიმარი ქართველ სამღვდელოებასა და ხალხს გადასცა. • ილია მეორე დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში • მეფე ჩარლზ III: ილია მეორეს ახსოვდა სიბრძნითა და მაღალი ზნეობრივი ავტორიტეტით • კათოლიკოს-პატრიარქის კუბოს შემოტანის მომენტიდან მის დაკრძალვამდე, სამგლოვიარო ზარები რეკავს. • ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა • სომხეთის პრეზიდენტი ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა •