აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერი საჰიბა გაფაროვა თბილისში ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერი საჰიბა გაფაროვა თბილისში ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდზე დასასწრებად თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა. მას აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პატივსაცემად ჩამოვიდა. 15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხედარი სამების საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში ფეხით გადაასვენენ. ცნობისთვის: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქართველ ხალხს მიუსამძიმრათბილისში, ილია მეორის დაკრძალვას მართლმადიდებლური ეკლესიის ხუთი წინამძღვარი ესწრებაბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მივიდარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დაესწრო ილია მეორის დაკრძალვას და რუსეთის ლიდერის სამძიმარი ქართველ სამღვდელოებასა და ხალხს გადასცა.ლოკუმ ტენენს შიო თავის გამოსვლაში ცალკე არ მიესალმა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებსმსოფლიო პატრიარქი: გამხნევდით, ძმებო და შვილებო; თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, მაგრამ სძინავს - მართებულად არის ნათქვამი პატრიარქ ილიაზე: „მკვდრები ცოცხლები არიან“, რადგან მართალი მკვდრები ცოცხლობენ. პატივი ეცით და ერთგულად შეინახეთ მისი რჩევები და სწავლებები

ENDEKA