ვატიკანის დელეგაცია სამების საკათედრო ტაძარში მივიდა და პატრიარქს პატივი მიაგო

ვატიკანის დელეგაცია სამების საკათედრო ტაძარში მივიდა და პატრიარქს პატივი მიაგო

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ვატიკანის დელეგაცია მივიდა. დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს პატრიარქის ხსოვნას და კათოლიკური ეკლესიის სახელით მიუსამძიმრეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მათ შორის სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა სამოციქულო ნუნცია და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის დეკანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი; ასევე კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პასოტო. „კათოლიკური ეკლესიის სახელით მინდა მივუსამძიმრო მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა ქართველს, დღეს აქ ვიყავით სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებთან ერთად, ეს კარგი ნიშანი იყო, რადგან ამით ვაჩვენეთ, რომ პატრიარქი ყურადღებიანი იყო ყველა აღმსარებლობის მიმართ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვილოცოთ მისთვის“, - განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ. ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქის დაკრძალვა მიმდინარეობს, სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები იკრიბებიან. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. იგი სამების საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაკრძალეს. მას შემდეგ მოქალაქეების პანაშვიდი არ შეწყვეტილა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ილია მეორეს საკურთხევლის მარცხნივ სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენარქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: საკვირაო წირვა დაიწყება 09:00 საათზე - წირვა-ლოცვას მიტროპოლიტი შიო აღავლენს, მსოფლიო პატრიარქს კი დაახლოებით 12:00 საათზე ველით, როცა პანაშვიდში მიიღებს მონაწილეობას - ეს მისი გადაწყვეტილებაა.კარდინალი კურტ კოხი ვატიკანიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოვა.პროკურორი: ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე უკუღმა დაეცა და ჭრილობა იმ მომენტში მიიღო - მას ფეხზე დგომისას უშუალო დარტყმის შედეგად აქვს შუბლის ძვლის მოტეხილობა.2025 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში საქართველო 91-ე ადგილზეამსოფლიო პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვაზე მივა, მაგრამ წირვას არ აღასრულებს.

ENDEKA