შსს 22 მარტს თბილისის მასშტაბით მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვა დაწესდება. შეზღუდვები გავრცელდება როგორც კერძო მანქანებზე, ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტზე. „22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე სრულად შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგი მიმართულებებით: მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გალაკტიონის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით აბანოებამდე; თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ყველა დამაკავშირებელ ქუჩაზე, პირველი რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით; მოძრაობა შეიზღუდება ასათიანის, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ვერწყლასა და ბარათაშვილის ქუჩებზე. სოლოლაკიდან მოძრაობა დაიშვება მხოლოდ ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც ტრანსპორტი შეძლებს მოძრაობას ბარნოვის ქუჩის გასწვრივ მრგვალი ბაღის მიმართულებით და ასევე მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით; მოძრაობა სრულად შეიზღუდება თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ათონელის ქუჩებზე, მშრალ ხიდზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ხეთაგუროვის მოედანზე. ასევე, ბარათაშვილის ხიდზე, ბარათაშვილის გორაზე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე. ასევე, შეიზღუდება მოძრაობა ავლიპ ზურაბაშვილის, თელავისა და წურწუმიას ქუჩებზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ევროპის მოედანზე, გორგასლის მოედანზე, გორგასლის ქუჩაზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე; მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდიდან ბოჭორმის ქუჩისა და ლევილის პლაჟის კვეთამდე („სოკარის“ სათაო ოფისამდე). ავტოტრანსპორტის ალტერნატიული მარშრუტები: "ლაგუნა-ვერედან" შესაძლებელი იქნება მოძრაობა გალაკტიონის ხიდზე და ასევე კოსტავას ქუჩაზე მიხეილ ჯავახიშვილის ბორცვის გავლით ფილარმონიის მიმართულებით; ინგოროყვას ქუჩიდან მანქანები გრიბოედოვის ქუჩის გავლით ფილარმონიის მიმართულებით გადაადგილდებიან; კახეთის საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიშვება ლეხ კაჩინსკის ქუჩის გასწვრივ ბოჭორმის ქუჩის კვეთამდე მეტროსადგურ ისნის მიმართულებით; ორთაჭალადან და გულიას მოედნიდან მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდამდე. ჟანი კალანდაძისა და ორთაჭალის ქუჩებიდან გორგასლის ქუჩის გასწვრივ მანქანები მხოლოდ პროკურატურის მიმართულებით იმოძრავებენ. ამასთან, ძალაში რჩება ყველა შეზღუდვა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოუწოდებენ მოქალაქეებს, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
• აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. • ნიკა გვარამია - უნგრეთიდან დაკრძალვის პროცედურებს კოორდინაციას უწევს თუ არა პატრიარქის დაკრძალვის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე? კაცმა 2 დღე ვერ მოითმინა, საქართველოშიც არ დარჩენილა, ორბანთან გაიქცა იმ იმედით, რომ დახმარებოდა ამერიკელებთან საუბარს. • კობახიძე სტუმრობს უნგრეთს, ხვდება ორბანს, მიმართავს CPAC-ს • მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის დაკრძალვა იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფო ნაბიჯი - მის დაკრძალვაზე ჩემი დასწრება იქნებოდა ერთიანობისკენ მიმართული აქტი, მაგრამ ივანიშვილი ივანიშვილის მსგავსად მოიქცა, ანუ სახელმწიფოებრიობის მტერივით. • გარეკინ II-ს ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად სომხეთი არ დაუშვეს • სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდზე ვატიკანის დელეგაცია მივიდა. •