სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს პატრიარქის პანაშვიდზე ვატიკანის დელეგაცია მივიდა.

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს პატრიარქის პანაშვიდზე ვატიკანის დელეგაცია მივიდა.

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს პატრიარქის ხსოვნას და კათოლიკური ეკლესიის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. სამების საკათედრო ტაძარს, სხვათა შორის, ეწვია საქართველოს სამოციქულო ნუნციო და დიპლომატიური კორპუსის დეკანი, არქიეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, ასევე კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პასოტო. "კათოლიკური ეკლესიის სახელით მინდა მივუსამძიმრო მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა ქართველს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლებთან ერთად, ეს კარგი ნიშანი იყო, რადგან ასე გამოვხატეთ, რომ პატრიარქი ყურადღებიანი იყო ყველა სარწმუნოების მიმართ. ჩვენ უნდა ვილოცოთ მისთვის", - განაცხადა ჯუზეპე პასოტომ. ამ წუთებში, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქის პანაშვიდი მიმდინარეობს, სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები იკრიბებიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.მსოფლიო საპატრიარქო: ბართლომე პირველი წავალ თბილისში, რათა პირადად მივუსამძიმრო მორწმუნე ხალხსმსოფლიო ბედნიერების ანგარიში 2026: საქართველო კვლავ აღმოჩნდა ყველაზე უბედური ქვეყანა ყოფილ სსრკ-შირუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა წლის დასაწყისიდან 0,5%-ით გაიზარდასაქართველოს მოქალაქეები ამერიკის 10 წლიანი ვიზის მიღებას ვეღარ შეძლებენშეერთებულმა შტატებმა გააუქმა სანქციები ბელორუსის ფინანსთა სამინისტროს, ორი ბელორუსული ბანკისა და Belaruskali.

ENDEKA