ნიკა გვარამია უნგრეთიდან დაკრძალვის პროცედურებს კოორდინაციას უწევს თუ არა პატრიარქის დაკრძალვის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე? კაცმა 2 დღე ვერ ...

ნიკა გვარამია უნგრეთიდან დაკრძალვის პროცედურებს კოორდინაციას უწევს თუ არა პატრიარქის დაკრძალვის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე? კაცმა 2 დღე ვერ ...

უნგრეთიდან დაკრძალვის პროცედურებს კოორდინაციას უწევს თუ არა პატრიარქის დაკრძალვის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე? კაცმა 2 დღე ვერ მოითმინა, საქართველოში არც დარჩა, ორბანთან გაიქცა, იმ იმედით, რომ დახმარებოდა ამერიკელებთან სალაპარაკოდ, - ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტს. გვარამიას თქმით, კობახიძე, ერთი მხრივ, არ ასრულებს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან დავალებას, მეორე მხრივ, არ სცემს პატივს გარდაცვლილს და მის ახლობლებს. „საერთოდ არ მაინტერესებს მისი პირადი რელიგიური მოსაზრებები – მე არ ვგავარ „ოცნებას“, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე განსჯის ადამიანებს და ითვლიან რამდენი ფოტო გადაიღეს და რამდენი ცრემლი დაღვარეს. ასე სპეკულირებს ოცნება. ამბავი აქ ისაა, რომ ეს კაცი თავის საქმეს არ აკეთებს, რაც, ერთი მხრივ, არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი დავალების შეუსრულებლობა, უპასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, გარდაცვლილისა და მისი დაღუპული ოჯახის უპატივცემულობა. სახელმწიფოსთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანი საკითხია. არა - პარტიულ კრებაზე გაიქცა თავისი და ივანიშვილის პირადი საკითხების "დასალაგებლად". სამარცხვინო! - განაცხადა გვარამიამ.

სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობსგიგი უგულავა: უწმინდესის ცხედარი ჯერ არ გაციებულა და უკვე სპეცოპერაციას ატარებენკარდინალი კურტ კოხი ვატიკანიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოვა.ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამოRSF აფრთხილებს ჩინეთის „დახვეწილ და ფართოდ გავრცელებულ“ გავლენის შესახებ საქართველოს საინფორმაციო სივრცეშიაზერბაიჯანმა უზრუნველყო ირანიდან თითქმის სამი ათასი ადამიანის ევაკუაცია

ENDEKA