ირაკლი კობახიძე ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მალე აღდგება მშვიდობა და დიალოგი ჩაანაცვლებს სამხედრო დაპირისპირებას საქართველოს სტაბილურობა შემთხ...

ირაკლი კობახიძე ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მალე აღდგება მშვიდობა და დიალოგი ჩაანაცვლებს სამხედრო დაპირისპირებას საქართველოს სტაბილურობა შემთხ...

გლობალური გარემო დღეს ხასიათდება მზარდი გაურკვევლობით. უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები გვახსენებს გეოპოლიტიკური დაპირისპირების ტრაგიკულ ფასს - ადამიანის სიცოცხლეს. ეს საქართველომ ძალიან კარგად იცის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ის გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. „ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მალე აღდგება მშვიდობა და სამხედრო დაპირისპირება დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგით შეიცვლება. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სისტემა სულ უფრო მეტად ყალიბდება კონფლიქტებით, საქართველომ სხვა გზა აირჩია. ჩვენ გვჯერა კავშირისა და თანამშრომლობის; ჩვენ არ გვჯერა დაპირისპირების. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამშრომლობის შესაძლებლობები მაშინაც კი, როცა სამყარო დანაწევრებულია. სტაბილურობა, რომლითაც დღეს საქართველო სარგებლობს, შემთხვევითი არ არის. ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. პროგნოზირებადმა მმართველობამ და მშვიდობისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში და ეროვნული მდგრადობის გაზრდაში. ამ მიდგომის შედეგად საქართველო გამოირჩევა; მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროპაში - საშუალო წლიური ზრდის ტემპი 9.3% 2021 წლიდან მოყოლებული. ჩვენი რეგიონი - სამხრეთ კავკასიაც - მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ჩნდება ახალი შესაძლებლობები მშვიდობის, კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სტაბილურობას, დიალოგს და რეგიონულ პარტნიორობას. ჩვენი ხედვა ნათელია - რეგიონი უნდა განისაზღვროს კავშირით, ვაჭრობითა და თანამშრომლობით და არა კონფლიქტებითა და განხეთქილებებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, კობახიძემ თქვა, რომ ერები რჩებიან გამძლეები, როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო განცდას და რჩებიან ერთგულნი იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც მათ განსაზღვრავს. მისი თქმით, საქართველოში ეს კულტურული ფონდი ისტორიულად მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ ტრადიციასთან. „ჩვენ ვიკრიბებით აქ იმ დროს, როცა მსოფლიო გადამწყვეტ ტრანსფორმაციას განიცდის. ქვეყნები ვეღარ იქნებიან დარწმუნებული, რომ ის სისტემები, რომლებიც გუშინ მუშაობდნენ, ხვალ იმუშავებს. ასეთ დროს თითოეულმა ქვეყანამ უნდა უპასუხოს ერთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ღირებულებებისა და ტრადიციების დაკარგვის გარეშე. საქართველოსთვის ეს კითხვა არ არის ჰიპოთეტური. 30 საუკუნის მანძილზე ჩვენი პატარა ქვეყანა დგას ცივილიზაციების გზაჯვარედინზე - აკავშირებს ევროპასა და აზიას, კულტურებს, სავაჭრო გზებსა და იდეებს. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩვენ ვისწავლეთ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი: ერები რჩებიან გამძლეები, როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო გრძნობას და რჩებიან ერთგულნი იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც მათ განსაზღვრავს. საქართველოში ეს კულტურული ფონდი ისტორიულად მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

შსს - 22 მარტს თბილისის მასშტაბით მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდებააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური ქმედების კონფერენციაში.თბილისში საგზაო მოძრაობის მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდაშეერთებულმა შტატებმა გააუქმა სანქციები ბელორუსის ფინანსთა სამინისტროს, ორი ბელორუსული ბანკისა და Belaruskali.უზბეკეთის პრეზიდენტმა კობახიძეს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა

ENDEKA