შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით სატრანსპორტო მოძრა...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ შსს-სა და თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ ინფორმაციაშია ნათქვამი. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეზღუდვები გავრცელდება როგორც კერძო მანქანებზე, ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტზე. „21 მარტს, 15:00-დან 00:00 საათამდე, სრულად შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემდეგი მიმართულებებით: თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (მიმართულება შეიცვალა); რუსთაველის გამზირი — თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე; რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა; მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი; ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის ფერდობი; ქეთევან წამებულის გამზირი - სასტუმრო "მეტეხიდან" მეტრო ავლაბრის მიმართულებით; ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურთუმიას ქუჩა, ახველდიანის მოედანი. ამ პერიოდში გადაადგილება ალტერნატიული მარშრუტებით იქნება შესაძლებელი: სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება; ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი შეძლებს გადაადგილებას ბარნოვის ქუჩის გავლით მრგვალი ბაღისკენ, ასევე სა. ბარნოვის ქუჩა მელიქიშვილის გამზირისკენ ყველა მიმდებარე ქუჩების გავლით; კოტე აფხაზის ქუჩიდან მანქანები გადამისამართდებიან შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად შეზღუდულია); ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მიაღწევენ ლეონიძის ქუჩას, საიდანაც გააგრძელებენ სოლოლაკისკენ; ქეთევან წამებულის გამზირზე ავტომობილები სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ასვლას შეძლებენ, საიდანაც ბოჭორნას ქუჩის გავლით „სოკარის“ ცენტრალური ოფისისკენ გააგრძელებენ. ამასთან, ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული შეზღუდვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოუწოდებენ მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ ავტომობილით გადაადგილებისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• სააკაშვილმა ისაუბრა ივანიშვილის უარყოფით დამოკიდებულებაზე პატრიარქის მიმართ • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს. • საქართველოს მშპ 38 მილიარდი დოლარი 2025 წელს, რეალური ზრდა 7,5% • ვატიკანი ილია მეორის დაკრძალვაზე მართლმადიდებლებთან ურთიერთობის საკითხებში თავის მთავარ დიპლომატიას გაგზავნის. • მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის დაკრძალვა იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფო ნაბიჯი - მის დაკრძალვაზე ჩემი დასწრება იქნებოდა ერთიანობისკენ მიმართული აქტი, მაგრამ ივანიშვილი ივანიშვილის მსგავსად მოიქცა, ანუ სახელმწიფოებრიობის მტერივით. • მსოფლიო ბედნიერების ანგარიში 2026: საქართველო კვლავ აღმოჩნდა ყველაზე უბედური ქვეყანა ყოფილ სსრკ-ში •