სალომე ზურაბიშვილი ჩვენ ყველა ვალდებული ვართ კვირას ერთად ვიყოთ პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი იქ ყოფილიყო ესეც ერთიანო...

სალომე ზურაბიშვილი ჩვენ ყველა ვალდებული ვართ კვირას ერთად ვიყოთ პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი იქ ყოფილიყო ესეც ერთიანო...

პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ იქ ყოფილიყო საქართველოს ყველა პრეზიდენტი; ესეც ერთიანობის ნიშანი იქნებოდა, ყველა ამ პოლიტიკური დაპირისპირების მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს განსაკუთრებით შეესაბამებოდა საქართველოს პატრიარქის სურვილს და მის მთავარ გზავნილს - ერთიანობას, მშვიდობასა და ურთიერთპატივისცემას. „ჩვენ ყველა ვალდებული ვართ კვირას ერთად ვიყოთ, ვინ შემოგვიერთდება, არ ვიცი. ალბათ, პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი იქ ყოფილიყო, ესეც ერთიანობის ნიშანი იქნებოდა ყველა ამ პოლიტიკური დაპირისპირების მიღმა და ეს იყო მისი მთავარი მახასიათებელი, რაც უნდა გავითვალისწინოთ. სადაც არ უნდა ვიყოთ, ვის აქვს ნებართვა და ვის არა, კვირას ყველა ერთნი უნდა ვიყოთ, რადგან ეს იქნება უდიდესი ნიშანი იმისა, რომ მას პატივს ვცემდით და მივხვდით, რატომ მოვიდა ჩვენ შორის და რა იყო მისი მთავარი მიზანი. ასევე, ყოველი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას იმ დღეს, უნდა მიეძღვნა ერთიანობას, მშვიდობასა და ერთმანეთის სიყვარულს. ეს იქნება პატიება იმ ადამიანებისთვის, ვინც ციხეში სრულიად უსამართლოდ სხედან; პატრიარქმა ეს კარგად იცოდა - შეიძლება აღარ თქვა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა. ამ დღისთვის მისი სურვილი ალბათ იქნებოდა, რომ არავინ დარჩეს მისდამი პატივისცემის, სამებაზე მისვლის საშუალება. ჩვენ ყველა მისი შვილები ვართ და ამისთვის მადლობელი ვართ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლუკაშენკო: ილია მეორემ ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაშიFreedom House: 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4 პუნქტით დაეცა2026 წლის დასაწყისში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდებასაქართველოს მშპ 38 მილიარდი დოლარი 2025 წელს, რეალური ზრდა 7,5%სიონის ტაძარში შესვლა ილია მეორის დაკრძალვის დღეს მხოლოდ სპეციალური საშვით იქნება შესაძლებელი.ალექსანდრე ლუკაშენკო: ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს, ემსახურა არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას.

ENDEKA