საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანმა შიდა პროდუქტმა მშპ მიმდინარე ფასებში 104 598.1 მლნ ...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) მიმდინარე ფასებში 104 598.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. მშპ-ს რეალური ზრდა 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 7,5%-ს შეადგენდა. ამავე წყაროს ცნობით, 2025 წელს მშპ დეფლატორი 4,6%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი საბითუმო და საცალო ვაჭრობას უჭირავს; ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მოტოციკლების შეკეთება (14.8%) და უძრავი ქონებით საქმიანობა (9.3%). მათ მოსდევს წარმოება (9.1%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.0%), მშენებლობა (8.0%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უზრუნველყოფა (6.7%), განათლება (6.4%), ტრანსპორტი და შენახვა (6.1%) და სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და თევზაობა (5.9%). 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ზრდის ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28,7%), განათლება (24,5%), სახელმწიფო ადმინისტრირება და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უზრუნველყოფა (9.3%), ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (12.9%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მოტოციკლების შეკეთება (3.8%), ტრანსპორტირება და შენახვა (8.9%) და უძრავი ქონების საქმიანობა (5.0%). ზრდაში უარყოფითი წვლილი შეიტანეს: სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა (-5.7%) და ელექტროენერგია, გაზი, ორთქლი და კონდიცირების მიწოდება (-4.5%).
• კათოლიკოს-პატრიარქის პატივის მიცემის მსურველ მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება • მურთაზ ზოდელავა - პოლიტიკური ტრაგედია და დრამა არ უნდა გადაიქცეს 60 კაცის და მათი ოჯახის დრამად, თუ მთელი ერი აპირებს გაერთიანებას, მაშინ ეს 60 კაციც წაიღეთ. • შეერთებულმა შტატებმა გააუქმა სანქციები ბელორუსის ფინანსთა სამინისტროს, ორი ბელორუსული ბანკისა და Belaruskali. • ალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა • 2026 წლის დასაწყისში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება • პატრიარქის ნათლულები ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობას მართავენ •