მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქი ბართლომე თბილისში ილია მეორის სამგლოვიარო პროცესიას დასასწრებად გაემგზავრება, რათა პირადად გამოუცხადოს დედაეკლეს...

მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქი ბართლომე თბილისში ილია მეორის სამგლოვიარო პროცესიას დასასწრებად გაემგზავრება, რათა პირადად გამოუცხადოს დედაეკლეს...

უწმიდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კვირას, 22 მარტს, დილით ადრე გაემგზავრება საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რათა დაესწროს გარდაცვლილი პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდს, რომელიც გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში და პირადად მიუსამძიმროს დედა ეკლესიას სასულიერო პირები, ბერები და მონაზვნები, ხელისუფლება და ქვეყნის ერთგული ხალხი - ამ ინფორმაციას მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქს საქართველოში თანმხლები იქნებიან: ქალკედონის უზენაესი მიტროპოლიტი ემანუელ, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი; დიდი დეკანოზი ალექსანდრე; კონსტანტინოპოლის ქართული მრევლის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა; ასევე მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციების სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპაქრისტუ და საპატრიარქოს ემპ. ერთგული პანაიოტის გრფიადელისი. „ღვთის ნებით, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანმხლები პირები ქალაქში იმავე დღეს დაბრუნდებიან“, - ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებაში.

რომის პაპი: ილია მეორემ რთულ პერიოდში მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს, სიყვარულით შეინარჩუნა ტრადიციებიალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალათბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 20%-ით გაიზარდა.2025 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში საქართველო 91-ე ადგილზეაპატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანის დელეგაცია ჩამოვაილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად სამების საკათედრო ტაძარში სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ

ENDEKA