მიტროპოლიტი ნიკოლოზი შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის წმინდანად შერაცხვის საკითხს დავაყენებთ სიწმინდის ერთ ერთი ნიშანი საყოველთაო თაყვანისცემაა, რ...

მიტროპოლიტი ნიკოლოზი შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის წმინდანად შერაცხვის საკითხს დავაყენებთ სიწმინდის ერთ ერთი ნიშანი საყოველთაო თაყვანისცემაა, რ...

შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის წმინდანად შერაცხვის საკითხს დავაყენებთ - უკვე არის განკურნების და სასწაულების შემთხვევები. წადი, ითხოვე და მოგეცემა; ნახავთ თუ ასე არ არის! - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) განუცხადა. მისი თქმით, სიწმინდის ერთ-ერთი ნიშანი ასევე საყოველთაო თაყვანისცემაა, რომლის მოწმენიც უკვე ვართ. „ჩვენ გვითხრეს, რომ იერარქებსაც არ შეუშვებენ სიონში, მე ვერ წარმომიდგენია, რომ იქ იყოს მსოფლიო პატრიარქი, ისევე როგორც სხვა ქვეყნების პატრიარქები, დელეგაციები... ფიზიკურად ამის ადგილი არ არის. არაუშავს; პატრიარქს დაკრძალავენ და საფლავიც ღია იქნება. რატომ არის მნიშვნელოვანი მასთან ახლოს მიახლოება, შეხება მის სხეულზე, მის საფლავზე?! რადგან შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის წმინდანად შერაცხვის საკითხს დავაყენებთ. გარდა იმისა, რომ სიწმინდის ერთ-ერთი ნიშანი საყოველთაო თაყვანისცემაა, რასაც ჩვენ ვხედავთ, უკვე არის განკურნების და სასწაულების შემთხვევები. წადი, ითხოვე და მოგეცემა; თუ ასე არ არის, ნახავთ!“ - აღნიშნავს ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. რაც შეეხება წირვის მოწყობას, როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი აღნიშნავს, გამოცხადდება, ასევე ტაძრის ირგვლივ ეკრანები განთავსდება. „ყველაფერი ხილული იქნება. მესმის, რომ ყველას უნდა ახლოს იყოს, მაგრამ ახლაც ახლოს ვართ - ისეთი განცდა მაქვს, რომ კედლები არ არის ბარიერი მასთან სულიერი ზიარებისთვის. ყველას მოვუწოდებ, როგორც შეძლებთ, მობრძანდეთ“, - აღნიშნავს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ცნობისთვის: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ ეპისკოპოს შიოს სამძიმრის წერილი გაუგზავნაგიგი უგულავა: მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უარი უთხრეს წირვაზე, რათა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი ბელორუსის ეგზარქოსი მიეღოთ და აღასრულონ - მაინტერესებს თუ მოიძებნება თუნდაც ერთი პატიოსანი ადამიანი, რომელიც ამას საზოგადოებას ეტყვისსაქართველო ანანური-ფასანაურის გზის რეაბილიტაციაზე 41,5 მილიონი ლარის ტენდერს აცხადებსრუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა წლის დასაწყისიდან 0,5%-ით გაიზარდაპატრიარქის სამოქალაქო ხსოვნაზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება - სამების საკათედრო ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები მთელი ღამის განმავლობაში ხალხით იყო სავსე, ასობით მოქალაქეს უწევდა ღამის გათევა რიგში.აშშ-ის საელჩო საქართველოში განმარტავს „ვიზა დეპოზიტის“ პროგრამის წესებს

ENDEKA