ლუკაშენკო ილია მეორემ ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში

ლუკაშენკო ილია მეორემ ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბელორუსის ლიდერი თავის წერილში მწუხარებას გამოთქვამს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ მან სიცოცხლე მიუძღვნა მაღალ იდეალებს, ემსახურა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. ღრმა მწუხარებით მივიღეთ გამოჩენილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების ამბავი. ადამიანები, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. უწმიდესი ილია მეორის მრავალწლიანმა მსახურებამ განამტკიცა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ხელი შეუწყო ასობით ეკლესიისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს. მარადიული ხსოვნა ამ გამოჩენილ სულიერ მოღვაწეს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში“, - ნათქვამია ბელორუსის პრეზიდენტის წერილში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი 98 წლის ასაკში გარდაიცვალასაქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში მხოლოდ მოკლევადიანი ვიზები გაეცემათსაქართველოს მოქალაქეები ამერიკის 10 წლიანი ვიზის მიღებას ვეღარ შეძლებენრომის პაპი: უთვალავი ხალხისთვის პატრიარქი ილია მეორე იყო შერიგების ხმა, ერთიანობის დაუღალავი შემოქმედირასა იუკნევიჩიენე - ბიძინა ივანიშვილს არასოდეს სურდა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში - წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება შეცვალონ ევროკავშირის პოლიტიკა, იმედი მაქვს, მიდგომა შეიცვლებაალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ENDEKA