კათოლიკოს პატრიარქის პატივის მიცემის მსურველ მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება

კათოლიკოს პატრიარქის პატივის მიცემის მსურველ მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. სამების საკათედრო ტაძარში არ წყდება მოქალაქეთა ნაკადი, რომელთაც სურთ კათოლიკოს-პატრიარქის პატივისცემა. სამების საკათედრო ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები მთელი ღამის განმავლობაში ხალხით იყო სავსე. ასობით მოქალაქეს უწევდა ღამის გათევა რიგში. შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

სააკაშვილმა უარი თქვა პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრების უფლებაზეColliers: თბილისში ბინების გაყიდვები და ფასები იზრდება 2026 წლის თებერვალშიპროკურორი: ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე უკუღმა დაეცა და ჭრილობა იმ მომენტში მიიღო - მას ფეხზე დგომისას უშუალო დარტყმის შედეგად აქვს შუბლის ძვლის მოტეხილობა.საქართველოს მოქალაქეები ამერიკის 10 წლიანი ვიზის მიღებას ვეღარ შეძლებენთბილისში მეტრო და ავტობუსები 22 მარტს დილის 2 საათამდე იმუშავებსმსოფლიო პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვაზე მივა, მაგრამ წირვას არ აღასრულებს.

ENDEKA