ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. „ეკლესიების მსოფლიო საბჭოს სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ მთელ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებელ დებთან და ძმებთან ერთად მადლობას ვუხდით ღმერთს პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლისა და მსახურებისთვის. ღმერთმა მიანიჭოს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც მწუხარებასა და დანაკარგს განიცდის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაიწყო ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი და 1980-იანი წლების ბოლოს სასულიერო პირების, მონასტრებისა და ეკლესიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თაოსნობით ეკლესიამ გააძლიერა თავისი ყოფნა და ხელახლა დაუკავშირდა მორწმუნეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, საბჭოთა კავშირში რეფორმების პერიოდში მისი ხელმძღვანელობით გამოიცა ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი“, - აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

თებერვალში საქართველოში საწარმოო ფასები 5,7%-ით გაიზარდა2025 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში საქართველო 91-ე ადგილზეაალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალაიერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ ეპისკოპოს შიოს სამძიმრის წერილი გაუგზავნაპატრიარქის სამოქალაქო ხსოვნაზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება - სამების საკათედრო ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები მთელი ღამის განმავლობაში ხალხით იყო სავსე, ასობით მოქალაქეს უწევდა ღამის გათევა რიგში.Freedom House: 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4 პუნქტით დაეცა

ENDEKA