ალექსანდრე ლუკაშენკო ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს, ემსახურა არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას.

ალექსანდრე ლუკაშენკო ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს, ემსახურა არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას.

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიუსამძიმრა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წერილში ბელორუსის პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და აღნიშნავს, რომ მან სიცოცხლე მიუძღვნა მაღალ იდეალებს, ემსახურა არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. „ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გამოჩენილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მთელი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს, ემსახურა არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათა ურთიერთგაგებისკენ მიმართული ინიციატივებით, პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. უწმინდესის ილია მეორის მრავალწლიანმა მსახურებამ განამტკიცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და ხელი შეუწყო ასობით ეკლესიისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს. მარადიული ხსოვნა ამ გამოჩენილ სულიერ მოღვაწეს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში“, - ნათქვამია ბელორუსის პრეზიდენტის წერილში.

სამების საკათედრო ტაძართან მუნიციპალური სატრანსპორტო მარშრუტები 22 მარტამდე მოწესრიგებულიაშინაგან საქმეთა სამინისტრო: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.მსოფლიო საპატრიარქო: ბართლომე პირველი წავალ თბილისში, რათა პირადად მივუსამძიმრო მორწმუნე ხალხსმიტროპოლიტი ნიკოლოზი: შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის წმინდანად შერაცხვის საკითხს დავაყენებთ - სიწმინდის ერთ-ერთი ნიშანი საყოველთაო თაყვანისცემაა, რასაც ჩვენ ვხედავთ და არის შემთხვევები, როცა ხდება განკურნება და სასწაულები.საქართველოს ხელბურთის ნაკრები ისრაელთან მატჩში წარმატების შანსებს ინარჩუნებსგიგი უგულავა: უწმინდესის ცხედარი ჯერ არ გაციებულა და უკვე სპეცოპერაციას ატარებენ

ENDEKA