თბილისის მერია 21 22 მარტს ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 21-22 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე დადგენილი მარშრუტებითა და ინტერვალებით იმუშავებს, რაც შეეხება მეტროს, ის ასევე მგზავრებს ორივე დღეს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება. „თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო. ქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს უკვე დადგენილი მარშრუტებითა და ინტერვალებით, რაც შეეხება მეტროს, ის მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში - ორივე დღეს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მგზავრებს უსასყიდლოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზაც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
• საქართველოს ნავთობპროდუქტების ექსპორტი 2026 წლის დასაწყისში იზრდება • საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში მხოლოდ მოკლევადიანი ვიზები გაეცემათ • თბილისის სასამართლომ რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ საქმე არ დააკმაყოფილა • პაატა მანჯგალაძე სასამართლოში - 6 თვე რატომ ვარ აქ, რა გავაკეთე, რატომ უნდა ვიყო და რამდენი წელი უნდა ჩავჯდე იმისთვის, რაც არ გამიკეთებია? • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სავიზო გადაწყვეტილებაში ცვლილებებს განმარტავს • საქართველოს კათოლიკური ეკლესიის სახელით მწუხარება გამოთქვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პასოტომ •