სასჯელაღსრულების სამსახური მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა არ შეესაბამება კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე წაყვანის შესახებ „არ შეესაბამება კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას“. სპეციალური პენიტენციური სამსახური „IPN“ იტყობინება, რომ ადვოკატის მოთხოვნა მიიღო. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით ადვოკატი დაუკავშირდა დეპარტამენტს, მაგრამ მათი მოთხოვნა არ შეესაბამება კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას“, - განმარტავენ სამსახურში. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე წაყვანას ითხოვს. „ჩემს ადვოკატს ვთხოვე დამეწერა განცხადება პატრიარქის დაკრძალვაზე წაყვანის თხოვნით, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
• პატრიარქის ნათლულები ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობას მართავენ • კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიცვალა. • საქართველო აგრძელებს სამძიმრის მიღებას კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო • საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზებისთვის 15000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ • კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან სამძიმრის წერილი მიიღო კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. • ილია მეორის დაკრძალვის სახელმწიფო კომისიას კობახიძე უხელმძღვანელებს •