საქართველოში აშშ ის საელჩო სავიზო ობლიგაციების პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩომ სავიზო ობლიგაციების პროგრამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც საელჩოში განმარტავენ, 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც სხვაგვარად აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზას, უნდა განათავსონ ობლიგაციები $15,000-მდე. „2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც სხვაგვარად აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზას, უნდა განათავსონ ობლიგაცია $15,000-მდე. გასაუბრების დროს საკონსულოს თანამშრომელი აცნობებს განმცხადებელს, შეუძლიათ თუ არა ვიზას და მიაწვდიან ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს ობლიგაცია. აპლიკანტებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებსაიტები ობლიგაციების განთავსებისთვის და არ უნდა გადაიხადონ ობლიგაციები, სანამ საკონსულო ოფიცრის მითითებას მიიღებენ. საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზა არ გაიცემა ობლიგაციების გადახდამდე. ეს მოთხოვნა ვრცელდება განაცხადის ადგილის მიუხედავად. დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/#deposit”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ს გარკვეული ტიპის ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე ობლიგაციების განთავსება მოუწევთ. კერძოდ, 18 მარტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკიუსი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები, ტუნისი) იმ ქვეყნების სიაში დაამატა, რომელთა მოქალაქეებსაც მოუწევთ ობლიგაციების გამოქვეყნება გარკვეული მოკლევადიანი ვადით. ეს არის B1 (საქმიანი) და B2 (ტურისტული/სამკურნალო) ვიზები.
• პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა • სააკაშაილს ილია მეორის დაკრძალვას არ დაუშვებენ • მურთაზ ზოდელავა - პოლიტიკური ტრაგედია და დრამა არ უნდა გადაიქცეს 60 კაცის და მათი ოჯახის დრამად, თუ მთელი ერი აპირებს გაერთიანებას, მაშინ ეს 60 კაციც წაიღეთ. • პაატა მანჯგალაძე სასამართლოში - 6 თვე რატომ ვარ აქ, რა გავაკეთე, რატომ უნდა ვიყო და რამდენი წელი უნდა ჩავჯდე იმისთვის, რაც არ გამიკეთებია? • საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 6,9%-ით შემცირდა • აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ბაქოში საქართველოს საელჩოში სამძიმარი გამოთქვა •