საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ ს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის თაობაზე უსაფრთხოების დეპოზიტის დაწესების შ...

საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ ს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის თაობაზე უსაფრთხოების დეპოზიტის დაწესების შ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის სანაცვლოდ დეპოზიტის დაწესების შესახებ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მიერ აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევის მაღალ მაჩვენებელს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან აშშ-ს სავიზო რეგულაციები. „აშშ-ს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემაზე უსაფრთხოების დეპოზიტის დაწესების შესახებ, სამწუხაროდ, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მიერ აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევის მაღალ მაჩვენებელს, რაც განმარტა ამერიკულმა მხარემ. ცნობილია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებზე და ეს გადაწყვეტილებაც გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ს სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს გააგრძელოს ამ საკითხზე ამერიკულ მხარესთან მუშაობა“, - აცხადებენ სააგენტოში. ცნობისთვის, საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ს გარკვეული ტიპის ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე ობლიგაციების განთავსება მოუწევთ. კერძოდ, 18 მარტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკიუსი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები, ტუნისი) იმ ქვეყნების სიაში დაამატა, რომელთა მოქალაქეებსაც მოუწევთ ობლიგაციების გამოქვეყნება გარკვეული მოკლევადიანი ვადით. ეს არის B1 (საქმიანი) და B2 (ტურისტული/სამკურნალო) ვიზები.

ივანიშვილი მთავრობისა და „ოცნების“ წევრები პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან.საქართველოს უნივერსიტეტის სახელმძღვანელოს დაგვიანება 2026 წლის გამოცდების წინ შეშფოთებას იწვევსმსოფლიო პატრიარქი ბართლომე ილია მეორის დაკრძალვას დაესწრებაჯო უილსონი: „ქართული ოცნების“ კრიმინალურმა რეჟიმმა საქართველო გახადა არასაიმედო და მაღალი რისკის პარტნიორად - მსგავსი ზომების გატარება საჭირო გახდება, თუ ის კურსს არ შეცვლისგარეგინ II: მძიმე ჟამს ილია მეორე მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღოლობდა სამწყსოს და მტკიცედ იცავდა საქართველოს ეკლესიის მისიას.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ENDEKA