პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იეზიდთა სასულიერო საბჭომ გააუქმა საზეიმო ცერემონია კლოჩა სარე გაყიდვა
საქართველოს იეზიდი სამღვდელოების საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია იეზიდების სასულიერო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის, მისი მოღვაწეობა იყო ქვეყნის სულიერი აღორძინების, სიმშვიდისა და ერთიანობის სიმბოლო. სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, სამწყსოს და სრულიად საქართველოს. საქართველოს იეზიდთა სასულიერო პირთა საბჭო აუქმებს საზეიმო ცერემონიას „კლოჩა სარე აყიდვა“, - ნათქვამია საქართველოს იეზიდი სამღვდელოების საბჭოს განცხადებაში.
• სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება • თბილისის მერია - 21-22 მარტს ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. • ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა • გარეგინ II: მძიმე ჟამს ილია მეორე მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღოლობდა სამწყსოს და მტკიცედ იცავდა საქართველოს ეკლესიის მისიას. • საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზაზე განაცხადისას 15 ათასი დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოუწევთ • საქართველოს კათოლიკური ეკლესიის სახელით მწუხარება გამოთქვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პასოტომ •