მურთაზ ზოდელავა პოლიტიკური ტრაგედია და დრამა არ უნდა გადაიქცეს 60 კაცის და მათი ოჯახის დრამად, თუ მთელი ერი აპირებს გაერთიანებას, მაშინ ეს 60 კაციც წა...

მურთაზ ზოდელავა პოლიტიკური ტრაგედია და დრამა არ უნდა გადაიქცეს 60 კაცის და მათი ოჯახის დრამად, თუ მთელი ერი აპირებს გაერთიანებას, მაშინ ეს 60 კაციც წა...

ეს პოლიტიკური ტრაგედია და დრამა არ უნდა გადაიქცეს 60 კაცის და მათი ოჯახის დრამად - თუ მთელი ერი აპირებს გაერთიანებას, მაშინ ეს 60 ადამიანიც წაიღეთ, - განაცხადა სასამართლო პროცესზე 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა მურთაზ ზოდელავამ. მისი თქმით, ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ [კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება] ყველა საუბრობს ერის გაერთიანების აუცილებლობაზე, ამიტომ პროკურატურას მოუწოდებს, გარკვეული „სარგებელი“ გაუწიოს დაკავებულებს, რომლებსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვთ. „აღდგომამდე ორი დღით ადრე ვიღაცამ არ გაათავისუფლოს, ამაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ზომიერ მიდგომაზე, ზომიერ, ჰუმანურ მიდგომაზე ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ. დარბაზში ხედავთ მათი ოჯახის წევრებს, ჩვენს სასამართლო პროცესს სხვა არავინ ესწრება. მე არ ვსაუბრობ პოლიტიკოსებზე და საკუთარ თავზე, პირველ რიგში, ეს სოციალური პროცესი უბრალო ადამიანებად იქცა. ხვალ ან ზეგ მათ გათავისუფლებას არ ვგულისხმობ, მაგრამ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა სამოცი ადამიანისთვის, რასაც მთელი საქართველო აკეთებს 30 წელია, ანუ მიტინგზე გასვლას ან დროშის ტარებას ან ქვების სროლას, ეს საქართველოს ისტორიაა. 225, სრულიად შეუსაბამო“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. მისი თქმით, აქციაზე გაჟღერებული მოწოდება „მამაკაცური სიძლიერის“ შესახებ გაკეთდა, რადგან იმ პერიოდში ხშირი იყო ქალების სისტემატური ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაყადაღებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაც ედებათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითაც ედებათ, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალისმიერი შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდებას ეხება, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ედება, რაც გულისხმობს საჯარო მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალი სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედება, რაც ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაყადაღებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მას ასევე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედებათ, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაყადაღებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მას ასევე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გური ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. პაატა მანჯგალაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინა უახლესი: ზელენსკიმ მოიპოვა AI მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისგან, რადგან უნგრეთი აგრძელებს ევროკავშირის დახმარების სესხის დაბლოკვასიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი - რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო, ილია მეორის დაკრძალვაზე პირადად ვერ დავესწრებით, ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელსქართველებს აშშ-ის ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის 15000 დოლარამდე ობლიგაციების განთავსება მოეთხოვებათ.სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდებაგარეგინ II: მძიმე ჟამს ილია მეორე მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღოლობდა სამწყსოს და მტკიცედ იცავდა საქართველოს ეკლესიის მისიას.21-22 მარტს სახელმწიფო რკინიგზა ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრების მსურველებს უფასოდ გადაიყვანს.

ENDEKA